Posts

ტრენინგის განრიგი

Image
ჩატარების ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2308 აუდიტორია. დაწყება/დასრულება: 22.12.2017- 20.04.2018 წ.წ. დრო: ყოველ პარასკევს, 15:00 საათიდან  17:30  საათამდე.

ტრენინგის შესახებ

ტექნოლოგიები და მეწარმეობა ტექნოლოგიების და მეწარმეობის კურსი ეფუძნება კორპორაცია ინტელის მიერ შემუშავებულ და რამდენიმე ათეულ ქვეყანაში წარმატებით დანერგილ პროგრამას. საპილოტე ტრენინგების ორგანიზება შესაძლებელი გახდა საქართველოში აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდობის შესაძლებლობების გაზრდა მეწარმეობისათვის", რომელსაც ინოვაციური განათლების ფონდი ახორციელებს. ტექნოლოგიებისა და მეწარმების კურსი მიზნად ისახავს ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და სტარტაპის წამოწყების ძირითადი ასპექტების შესწავლას მოზარდებისა და ზრდასრულების მიერ. კურსი ძირითადად განკუთვნილია 16-25 ასაკის ახალგაზრდებისათვის, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის ნებისმიერი მსურველისათვის. ტრენინგი მოიცავს მეწარმეობის საბაზო საკითხებს, რომელის შესწავლის პროცესში მსმენელი დაეუფლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. კურსში განხილულია ბიზნეს იდეების გენერირების, ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის შემუშავების ძირითადი ასპექტები. 36 საათიანი ტრენი